2019-12-02 17:54:19, 1634 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.9675 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.9695 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით მცირედით ისევ გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 3.2687 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.2676 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0011 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,