|
2019-12-02 13:03:23, 1663 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: პარლამენტმა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერება არ უნდა იჩქაროს
„პარლამენტი უნდა მიყვეს სამართლიანობის ლოგიკას და ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ უნდა იჩქაროს“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, თუ პარლამენტი მიიღებს უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, შესაძლოა ზემდგომმა ინსტანციამ ჩათვალოს, რომ გადაწყვეტილება არასწორია თუმცა, პარლამენტის წევრის სტატუსის აღდგენა ვეღარ მოხდეს. „თუ აღმოჩნდება ისე, რომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და შეუწყვეტს პირს უფლებამოსილებას და შეიძლება ზემდგომმა ინსტანციამ ჩათვალოს რომ არასწორი განაჩენი გამოიტანა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და გააუქმა, ასეთ შემთხვევაში აღდგენა შეიძლება ვეღარ მოხდეს პარლამენტის წევრის სტატუსის. ამიტომ სამართლის და სამართლიანობის ლოგიკას უნდა გაყვეს პარლამენტი ჩემი აზრით და არ უნდა იჩქაროს აქ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ბესელიამ.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)