|
2019-12-01 14:27:12, 2643 ნახვა
პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პოლიტიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლებას საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული. "„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომლითაც არ შესრულდა პირობა 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის თაობაზე, ბოლო ორი კვირის მანძილზე ქუჩაში ათასობით მოქალაქის პროტესტი გამოიწვია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებას და იპოვოს კონსტრუქციული გზები, პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩასართავად. „საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული აზრის დისკრედიტაციის მცდელობა, აზიანებს ჯანსაღი დემოკრატიის საფუძვლებს. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს მუქარების გაგრძელება ჩვენი წარმომადგენლობის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარე დელია ფერეირა რუბიო. ზაფხულის განმავლობაში განხორციელებული ზეწოლის შედეგად, როცა მოქალაქეები ხელისუფლებისგან საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდნენ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, საჯაროდ განაცხადა, რომ ხელისუფლება მხარს დაუჭერდა 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო რეფორმის განხორციელებას. ეს გადაწყვეტილება ორი კვირის წინ შეიცვალა, რამაც მიმდინარე საპროტესტო აქციები გამოიწვია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წარსულში უკვე განაცხადა საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნების არსებობის შესახებ. საარჩევნო რეფორმის შეჩერება ასუსტებს ქართული დემოკრატიის ხარისხს და საფრთხეს უქმნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას." - წერია განცხადებაში.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)