15:31 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 18:08:29, 3616 ნახვა

პოლიტიკა
მოძრაობა „ლელო“ მთავრობას მიმართავს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ საქართველოს მთავრობას მიმართავს, ადეკვატურად შეაფასოს რუსეთის მორიგი პროვოკაციული მცდელობა და დაიცვას საქართველოს ინტერესი - ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად დაანონსდა რუსული ენისა და კულტურის ახალი ცენტრის გახსნის ინიციატივა, რაც ჩრდილოელი მეზობლის აგრესიულად მილიტარისტული ზრახვაა.

„კარასინი-აბაშიძის 2019 წლის 29 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად დაანონსდა რუსული ენისა და კულტურის ახალი ცენტრის გახსნის ინიციატივა.

ჩვენს მულტიკულტურულ ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს რუსული ენისა და კულტურის ცენტრები.

ჩრდილოელი მეზობლის აგრესიულად მილიტარისტული ზრახვების ჭრილში, ამ განცხადებას, განვიხილავთ, როგორც რუსეთის მცდელობას, პოლიტიკური ლეგიტიმაციის ველში გადავიდეს რუსული ენისა და კულტურის მორიგი ცენტრის გახსნა, რაც დასავლეთისკენ მიმართული მძლავრი გზავნილია - თითქოს საქართველომ იცვალა კულტურული ორიენტაცია და თავისი ვექტორი მიმართა რუსეთისკენ.

კარასინი-აბაშიძის ფორმატში ამ ინიციატივის დაანონსებით, გაცხადდა კრემლის რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გასამყარებლად, კულტურული ინტერვენციის სცენარი და ნათელი გახდა, მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ექსპანსიის საზღვრების გაფართოების მცდელობა. სახელმწიფოთაშორის დონეზე, რუსულ-ქართული კულტურული დიალოგი დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მხოლოდ პოლიტიკური პარიტეტისა და დეოკუპაციის თემაზე დიალოგის დაწყების პირობებშია შესაძლებელი.

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაიხსენოს საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტი, ადეკვატურად შეაფასოს რუსეთის მორიგი პროვოკაციული მცდელობა და დაიცვას საქართველოს ინტერესი, დარჩეს დასავლური კულტურის წრის ქვეყნების სივრცეში“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics