02:06 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 12:50:41, 4274 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, არც ერთი სახელმწიფო ქონება არ იყოს მოცდენილი

„რამდენიმე მსხვილ ობიექტზე, მათ შორის ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაზე, ამ ეტაპზე, გამიჭირდება თქმა, გადავწყვეტთ თუ არა მათ პრივატიზებას. ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა, რომ მოხდეს, მაგალითად, პარლამენტის შენობის გასხვისება, როგორც ეკონომიკის მინისტრი, არანაირად არ გამოვრიცხავ, მაგრამ მანამდე უნდა მოხდეს ამ ქონების ინვენტარიზაცია-შეფასება, რაც უკვე დაწყებული გვაქვს" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დღის ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქონების ინვენტარიზაცია და შეფასება ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესია, რომელიც ყოველთვის მიმდინარეობს, როდესაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თავის ბალანსზე იბარებს ობიექტს. „მაგალითად, დღეს ხდება, პარლამენტის, როგორც ორგანიზაციის ბალანსიდან ამ შენობის გადმობარება და ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ამ ქონების ინვენტარიზაცია-შეფასება. სხვა საკითხია, შემდგომში რა მოხდება და რას გადავწყვეტთ - ჯერჯერობით ვიფარგლებით იმით, რომ შევაფასოთ ეს ობიექტი და შემდეგ მთავრობაში ვიმსჯელოთ მის განკარგვაზე" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა განმარტა, მთავრობის მთავარი ამოცანა არის არა ასეთი ქონების გასხვისება, არამედ მისთვის რაციონალური ფუნქციის მოძებნა. „სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ შემდგომ ტაქტიკას - ეს იქნება აუქციონით პრივატიზება, სახელმწიფო საკუთრებაში დატოვება და მართვაში გადაცემა თუ საინვესტიციო პირობებით ინვესტორის მოძებნა - ეს ტაქტიკაა,  მთავარი ამოცანა კი ის არის,  რომ შენობა აუცილებლად უნდა იყოს თავისი ფუნქციონალით გამოყენებული. აქედან გამომდინარე, გვაქვს დავალებაც მიღებული, რომ ვიფიქროთ ასეთი შენობების დატვირთვაზე, მისთვის სწორი ფუნქციონალისა და მისიის მოძებნაზე, რადგან ამაში ბიუჯეტის, ხალხის  ფულია დახარჯული", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არსებობს მოთხოვნა ბაზარზე, რა თქმა უნდა, მთავრობა იფიქრებს კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის ყველაზე მორგებულ ფორმაზე, დანარჩენი კი არის ტაქტიკის ნაწილი. „ჩვენი ამოცანაა, არც ერთი სახელმწიფო ქონება არ იყოს მოცდენილი“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics