|
2019-11-29 23:39:35, 4327 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორ დასაქმდეს მეტი ადამიანი და ჰქონდეს ღირსეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა
„ჩვენი მთავარი, საბოლოო ამოცანაა, როგორ დასაქმდეს მეტი ადამიანი და ჰქონდეს ღირსეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა - იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დღის ქრონიკაში" საუბრისას. ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით აქტიურად მუშაობს, რასაც მოწმობს დღევანდელი ინიციატივაც - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", რომელიც მინიმუმ 2500 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. „ასევე ძალიან ბევრი სხვა ინიციატივაა აქეთკენ მიმართული. ჩვენი მუშაობის ხარისხი და წარმატება, საბოლოო ჯამში, მხოლოდ იმით გაიზომება, რამდენი დასაქმებული ადამიანი შევძინეთ საქართველოს, რამდენ ოჯახს გაეზარდა შემოსავალი სამეწარმეო, ან დაქირავებული საქმიანობიდან თუ მცირე ბიზნესიდან. ყოველგვარი გადაჭარბების გამო ვამბობ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი კრიტერიუმი" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ინტერვიუს დროს ეკონომიკის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა დასაქმების კუთხით პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ინიციატივაზე. მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა რევოლუციურია და საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ ღირსეული დასაქმების ლეგალური შესაძლებლობების გაჩენისკენა არის მიმართული. „ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში, რომელიც იყო ყოვლისმომცველი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტით, მე, როგორც ეკონომიკის მინისტრი, აქცენტს დასაქმების ნაწილზე გავაკეთებ, რომელიც მართლაც რევოლუციურია, თუ ამას ობიექტურად და ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე შევხედავთ და გავაანალიზებთ. ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული დასაქმების ლეგალური შესაძლებლობების გაჩენა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ე.წ. ცირკულარული მიგრაციის უფლება არის ის, რისთვისაც ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ ვიბრძოლეთ და 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მის საფუძველზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ თავს ვგრძნობთ საერთო ევროპული სახლის ნაწილად და მოდით, რეალურადაც გავხდეთ მისი ნაწილი, რომ დღეს, თუ ადამიანს ენდომება დასაქმება რომელიმე ევროპულ, განვითარებულ თუ ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოში, ჰქონდეს ამის გაკეთების ღირსეული იურიდიული გზა და ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვიცავდეთ საკუთარ მოქალაქეს და მის შრომით უფლებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მოსახლეობას მეტი ახსნა სჭირდება, თუ რა იგულისხმება ამ ინიციატივის მიღმა. მან ასევე განმარტა ტერმინი „ცირკულარული მიგრაცია" და აღნიშნა, რომ ეს არის დროებითი დასაქმება და ადამიანი გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება უკან, თავის ქვეყანაში. ამასთან, ისინი სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რომლიც აქვთ იმ ქვეყნის მოქალაქეებს. შემოსავლის გარდა, იძენენ ცოდნას, უნარ-ჩვევებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ცოდნას თავისი ქვეყნის ეკონომიკას ახმარებენ. „თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა გამოვიგონოთ ველოსიპედი და მოდით, დავეყრდნოთ სხვა ევროპული ქვეყნების პრაქტიკას, რომელიც მიღებულია და აღიარებული წარმატებულ პრაქტიკად. ეს პოლიტიკა ძალიან წარმატებით განახორციელა თუნდაც პოლონეთმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა", - აღნიშნა ეკონომიკის მინიტრმა. NS
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)