2019-11-29 12:43:12, 1261 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით, რომ რამე არ იტლიკინონ მერე
„2012 წლის შემდეგ ესენი დაიპარებიან, ქუჩაში ვერ გამოდიან ნორმალურად და ცოტა დააკვირდნენ რას ლაპარაკობენ“, - ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ.
მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომების ჩანიშვნა საქმიანი მიზნით ხდება და ისინი არავის ემალებიან.
„2012 წლის შემდეგ ესენი დაიპარებიან, ქუჩაში ვერ გამოდიან ნორმალურად და ცოტა დააკვირდნენ რას ლაპარაკობენ. უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით, რომ რამე არ იტლიკონონ მერე. დააკვირდნენ რას ლაპარაკობენ. ხალხი, რომელიც დაიპარება ქუჩებში, ისინი სწორედ სხვას აბრალებენ ამას. ეს ჩვეული სტილია, გავიგე, გასასაგებია. უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნა და საქმეზე საუბარი არ ნიშნავს სადღაც შეპარვას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,