|
2019-11-28 13:02:13, 1638 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: საარჩევნო შედეგებთან მიმართებაში გონივრული მოლოდინია, რომ „ოცნება“ 50-დან 60%-მდე აიღებს
„საარჩევნო შედეგებთან მიმართებაში, ჩვენი მოლოდინი არის რომ „ქართული ოცნება“ აიღებს 50-დან 60% მდე. ეს იქნება ჩვენი შედეგი. ეს არის გონივრული მოლოდინი. სწორედ, ეს იცის „ნაციონალურმა მოძრაობამაც" და ამის გამოა, რომ ცდილობენ პროცესები ქუჩაში გადაიტანონ. სხვა შემთხვევაში მათ კარგად უწყიან, რომ საარჩევნო ეგიდით, მათ ის პერსპექტივა არ აქვთ, რაც აქვთ ილუზიაში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პარლამენტმა წინააღმდეგობაშია როგორც პირადად მის ისე, უმრავლესობის უმრავლესობის პოზიციასთან. „საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრი კი არა, გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია პირადად ჩემს და უმრავლესობის უმრავლესობის პოზიციასთან, მაგრამ საჭირო იყო ხმების ის რაოდენობა, რომელიც პარლამენტში სამწუხაროდ, ვერ მოგროვდა. ჩვენი უცხოელი პარტნიორების განწყობა ამასთან დაკავშირებით ემთხვევა ჩვენს განწყობას. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მე, პირადად, მიუხედავად იმისა თუ რა გადაწყვეტილება მიიღო საბოლო ჯამში პარლამენტმა, ვარ პროპორციული სისტემის მომხრე, მაგრამ ამის უზრუნველსაყოფად „კმარას" გაცვეთილი მეთოდები არ არის შედეგიანი და ქუჩაში 200, 300, 50 თუ აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, ადამიანის სირბილი არ მოიტანს შედეგს. ამას შესაძლოა სჭირდებოდეს საუბარი, პოლიტიკური პროცესების გაგრძელება, მაგრამ ეს თავის მხრივ, შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც „გაცვეთილი", „მეორადი კმარელები" დაეშვებიან მიწაზე და მიხვდებიან, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა გადავიდეს მედიაში, პარლამენტში, კი ბატონო ქუჩაში, მაგრამ კანონის ფარგლებში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ დემოკრატიის გზისკენ სიარული განაგრძოს. „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს დემოკრატიის გზისკენ სიარული და ამას უზრუნველვყოფთ ჩვენ. ასევე, გასაზიარებელია და მთავარია, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთობლივი განცხადების პათოსი, სადაც ისინი ასევე, მოუწოდებენ დემონსტრანტებს, რომ დასხდნენ კანონის ფარგლებში და ჩარჩოებში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)