|
2019-11-28 10:51:27, 923 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალაში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
ფონიჭალაში, სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ, კრწანისის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოაწყო. ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი 4 000 კვ.მ-ზე განთავსდა. სკვერის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო. „კრწანისის გამგეობის მიერ ზემო ფონიჭალაში კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცე შეიქმნა. ეს ტერტიტორია ავტოფარეხებით იყო დაკავებული. როდესაც ჩვენ გამოვთქვით ინიციატივა, რომ ავტოფარეხების აღების შემთხვევაში, სკვერის მოსაწყობად ყველაფერს დედაქალაქის მერია ან გამგეობა გააკეთებდა, მოსახლეობა შეიკრიბა და ავტოფარეხებისგან ტერიტორია გაათავისუფლა. დღეს ამ ადგილას კარგი დასასვენებელი სივრცე გვაქვს, სადაც ყველა თაობის ადამიანს შესაბამისი კუთხე აქვს. ბავშვებისთვის სპორტული მოედნებია და სკვერი გამწვანებულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველა რაიონში, უბანში ანალოგიური მწვანე სივრცე გვქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდა ტრენაჟორები, ასევე, მოეწყო სარწყავი და გარე განათების სისტემები, სპორტული მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები და მოსასვენებლი კუთხეები. სკვერში გასართობი ატრაქციონებით ოთხი საბავშვო ზონა განთავსდა და რეკრეაციული სივრცე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდა. რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 406 800 ლარი გამოიყო. სკვერის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, ბავშვთა გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი. საღამო ბენდის - „Seenთეზი“ კონცერტით გაგრძელდა. საზეიმო ღონისძიება კი ფოიერვერკით დასრულდა. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე კრწანისის გამგებელი ლევან ჯაფარიძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ.
(NS)
კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)