03:20 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 10:59:15, 1828 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის რეგულირების დახვეწაზე, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მომსახურების ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაზე, აგრეთვე ქართველი მეზღვაურებისთვის საერთაშორისო შრომის ბაზრის კიდევ უფრო მეტად გახსნასა და მსოფლიოს წამყვან გემთმფლობელ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა.

შეხვედრა საქართველოს დელეგაციის აღნიშნული ორგანიზაციის ყოველწლიური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მას ასევე დაესწრნენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში თამარ ბერუჩაშვილი.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აღნიშნული გაერთიანება იჩენს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორის რეფორმირების მიმართულებით.  

მინისტრის თქმით, საქართველო, მართალია, საზღვაო ქვეყანაა, მაგრამ მისი საპორტო ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც საზღვაო დარგის სპეციალობებზე სწავლებისა და შემდგომ უკვე დასაქმების სისტემა მუდმივ პროგრესს განიცდის.

„საქართველოს მთავრობა, პარტნიორ ქვეყნებთან და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს მნიშვნელოვან პროგრამებს და პროექტებს, რომელთა მიზანსაც ადგილობრივ საზღვაო ტრანსპორტის სისტემაში მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ჩვენი ქვეყნის, როგორც შავ ზღვაზე საზღვაო სერვისების ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებლის, კონკურენტუნარიანობის ამაღლება წარმოადგენს. ამ მხრივ, მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციიდან, მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

თავის მხრივ, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაც დადებითად შეაფასა მიმდინარე პროექტები საქართველოს მხარესთან და აღნიშნა, რომ საქართველო კარგი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდ წარმატებას შეიძლება მიაღწიოს ქვეყანამ, რომელიც თანამიმდევრულ რეფორმებს ახორციელებს.

მან ასევე პოზიტიურად შეაფასა საერთაშორისო საზღვაო ფორუმების ბათუმში ჩატარების ტრადიცია, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და უკვე იქცა მნიშვნელოვან რეგიონალურ ფორუმად, სადაც მსოფლიო მასშტაბის გემთმფლობელი კომპანიებისა და წამყვანი საზღვაო ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები დარგის განვითარების საკითხებზე მსჯელობენ.

დასასრულს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი ბათუმის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2020 წელს ბათუმში გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics