13:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 13:09:45, 2012 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით ბათუმის დელფინარიუმი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს რეგულარულად უმასპინძლებს

დღეიდან აჭარაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსწავლეები ბათუმის დელფინარიუმის შოუს უსასყიდლოდ დაესწრებიან. აღნიშნულ წამოწყებას ექნება რეგულარული ხასიათი და მასში აჭარის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის დელფინარიუმს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსწავლეების უსასყიდლოდ დასწრების ორგანიზება დელფინების საგანმანათლებლო შემეცნებით შოუზე.

,,განათლების სამინისტროს, ბათუმის მერიის და დელფინარიუმის ადმინისტრაციის ჩართულობით ჩვენ შევიმუშავეთ ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ პატარებს , სკოლის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ნახონ უფასოდ დელფინების შოუ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ბევრ ოჯახს უჭირს მატერიალურად, ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვებს ქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ ქალაქის ყველა ინფრასტრუქტურით" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მოსწავლეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დელფინარიუმში მიაცილა და ღონისძიებას მათთან ერთად დაესწრო. ამ წამოწყებაში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მოსწავლეები ჩაერთვებიან.

დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ე.წ. ოცნების ქალაქში  მცხოვრებმა ბავშვებმა, რომლებიც  ბათუმის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

აღნიშნულ ინიციატივას ორგანიზებას უწევს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია. ბავშვების უსაფრთხო გადაადგილება საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო, ხოლო ტრანსპორტით მომსახურებაზე ბათუმის მერიის სატრანსპორტო სამსახურმა იზრუნა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics