|
2019-11-24 21:53:21, 1622 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ჩვენ ამას არ მივიღებთ, ახლა შევიდეთ რაღაც პლებისციტში
ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ერთერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებულ პლებისციტს ოპოზიცია არ მიიღებს. "ჩვენ ამას არ მივიღებთ. ახლა შევიდეთ რაღაც პლებისციტში, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ამის შემდეგ კიდევ ვენდოთ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, რომ ისინი რამეს მიიღბენ, ხომ გესმით, რომ ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და ჩვენ ამაში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ჩვენი სტრატეგია არის არაძალადობრივი მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას რეალური ნაბიჯები გადადგას. მათი მიზანია თაღლითობის გზით გაანელონ პროტესტი. ერთხელ და ორჯერ რომ ადამიანი ვიღაცის თაღლითობაზე წამოეგები, ნდობა აღარ გაქ, შესაბამისად მიდიხარ ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით. " - აცხადებს გიორგი ვაშაძე. არსებული ინფორმციით ბიძინა ივანიშვილი და ურჩი მაჟორიტარები პლებისციტის ჩატარებაზე შეთანხმდენ, რომლის შესახებ ხვალ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)