|
2019-11-24 21:28:32, 1757 ნახვა
პოლიტიკა
არსებული ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარები პლებისციტის ჩატარებაზე შეთანხმდა
არსებული ინფორმციით ბიძინა ივანიშვილი და ურჩი მაჟორიტარები პლებისციტის ჩატარებაზე შეთანხმდენ, რომლის შესახებ ხვალ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი. "პლებისციტის იდეა განიხილება, ბიძინა ივანიშვილთან ელჩების შეხვედრის შემდეგ, სადაც დიპლომატებმა ივანიშვილს ღიად დაუფიქსირეს , რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე უნდა წავიდნენ და პროპორციულ არჩევნებზე დადებული პირობა უნდა შესრულდეს,გამოიყვენეს სწორედ კაკი ზოიძე და უცებ შემოიტანინეს რეფერენდუმის ან პლებისციტის იდეა ამ საკითხზე, ხოდა ხვალ, სავარაუდოდ, ,,ოცნება ,, განაცხადებს რომ პლებისციტს ნიშნავს და ხალხს ათქმევინებს -სურს თუ არა მოსახლეობას პროპორციული არჩევნები, ზუსტად ხვალ, დღის პირველ ნახევარში, როცა საღამოს შვიდზე დიდი საპროტესტო აქციაა დაანონსებული. " - ამბობს ინგა გრიგოლია, ტელეკომპანა "პირველის" დირექტორი. შიოლაშვილის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იყო, კონკრეტულად კი ხვალ დაგეგმილი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ. თქვენ ცდილობთ, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ ჩვენ ჯენტლმენურად შევთანხმდით, რომ დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ, ვიდრე არ გაიმართება უმრავლესობის სხდომა“,- განაცხადა შიოლაშვილმა. ზუგდიდის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ ერთობლივი პოზიცია ხვალ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გასაჯაროვდება. "მსჯელობა იყო ძალიან საინტერესო და დეტალური, შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რაც შექმნილ მდგომარეობასთან იყო კავშირში. შევთანხმდით ჯენტლმენურად. უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაირკვევა დანარჩენი დეტალები, რომელზეც ჩვენ შევჯერდით," - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)