|
2019-11-23 04:15:49, 3070 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - EBRD-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორტფელი გააჩნია საქართველოში, რადგან რეფორმების მიმართულებით ლიდერი ქვეყანა ვართ
ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, EBRD საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორტფელი გააჩნია ჩვენს ქვეყანაში იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი რეფორმების მიმართულებით. ნათია თურნავას განცხადებით, აღსანიშნავია EBRD-ის მრავალმილიონიანი დახმარება, რომელიც გამოიყო ჩვენი ელექტროგადამცემი ხაზების და გზების რეაბილიტაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის, მაგრამ ასეთ კონკრეტულ მატერიალურ ინფრასტრუქტურასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია EBRD-ის დახმარება რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით. „ამასთან, EBRD-ი გვეხმარება და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგეტიკული რეფორმის განვითარებაში. EBRD -ის დახმარებით ვაკეთებთ აქცენტს განახლებად ენერგიაზე, განსაკუთრებით ქარის ენერგიაზე, მზის ენერგიაზე და არა მხოლოდ ტრადიციულ, ჰიდრო ენერგეტიკაზე. ასევე გვეხმარება ბაზრის ახალი დიზაინის შემუშავებაში - შევქმნათ უფრო კონკურენტული ბაზარი, რომლის გახსნაც პრაქტიკულად წელს დავიწყეთ. გარდა ამისა, გვეხმარებიან სოციალური პოლიტიკის გადაწყობაში იმდგვარად, რომ მოსახლეობის ტარიფების მართვა უკეთესად შეგვეძლოს, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია სოციალურად დაუცველი მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე. ამ მიმართულებით ჩვენ მხოლოდ გავაძლიერებთ თანამშრომლობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, EBRD -ის მხარდაჭერით მიიღწევა ასევე ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანა, როგორიც არის ქვეყნის ენერგოეფექტურობა.
NS
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)