04:46 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 12:52:40, 2228 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით  21 ნოემბრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებას იუწყება,  მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურა კი 4 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისსა და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი.

ვინაიდან ტემპერატურა ქვემოთ იწევს, მოდის დრო ვიზრუნოთ ჩვენს ავტომობილზე და მოვამზადოთ ის ზამთრის სეზონისთვის. სწორედ ამიტომ 22-დან 24 ნოემბერის ჩათვლით, თეგეტა მოტორსი მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურ აქციას, რომლის ფარგლებშიც ზამთრის საბურავების შეძენისას, გადახდილი თანხის 30% დაგიბრუნდებათ თეგეტა ქარდზე. ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ ზამთრის საბურავების უსასრულო გარანტიით, რაც გულისხმობს, რომ საბურავის დაზიანების შემთხვევაში თეგეტა მოტორსი უსასყიდლოდ აღგიდგენთ საბურავს ან აგინაზღაურებთ მისი ღირებულების 100%-მდე თანხას. გამოცვლილი ზაფხულის საბურავები შეგიძლიათ შეინახოთ თეგეტა მოტორსის „საბურავების სასტუმროში“.

ტემპერატურის კლებასთან ერთად ორმაგად მნიშვნელოვანია ავტომობილის ტექნიკურად გამართვა. განსაკუთრებული ყურადღება კი საბურავების შერჩევას სჭირდება. დაუშვებელია ზამთარში ზაფხულის საბურავებით სიარული, ზამთრის საბურავი და მისი პროტექტორი სპეციალურად დაბალ ტემპერატურაზე სამუშაოდ არის შექმნილი.

მნიშვნელოვანია ავტომობილი ზამთრის სეზონისთვის სრულად გამართულ მდგომარეობაში გვყავდეს, ამიტომ თეგეტა ნებისმიერ სერვისზე განსაკუთრებულ პირობებს გთაზობთ და 24 ნოემბრის ჩათვლით შეგიძლიათ ისარგებლოთ თეგეტაში თქვენთვის საჭირო სერვისით. თქვენს მიერ სერვისში გადახდილი თანხის 50%  დაგიბრუნდებათ თეგეტა ქარდზე.

იმისათვის, რომ დაზოგოთ დრო და ასევე თავიდან აიცილოთ რიგში დგომა, თეგეტა კიდევ ერთ სერვისს - თეგეტა კომფორტს გთავაზობთ, პერსონალური მენეჯერი გადაიყვანს თქვენს ავტომობილს სერვის ცენტრში, ჩაუტარებს ყველა საჭირო სერვისს და დაგიბრუნებთ უკან გამართულ მდგომარეობაში.

 აქციები მოქმედებს თეგეტა მოტორსის ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics