|
2019-11-20 17:02:33, 3205 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ მომხმარებელს თანხის QR კოდით განაღდების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს
პირველად საქართველოში, თიბისის ბანკომატებიდან თანხის განაღდება უკვე ბარათის გარეშე, QR კოდით არის შესაძლებელი. სიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის. თანხის QR კოდით განაღდება არსებულ პროცესთან შედარებით გაცილებით სწრაფი და მარტივია, (20 წამზე ნაკლები) რაც კიდევ უფრო დაზოგავს მომხმარებლის დროს. მომსახურებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თიბისის მობაილბანკში, ზედა მარჯვენა კუთხეში QR კოდის სიმბოლოს უნდა დააჭიროს და სასურველი რაოდენობის თანხა აპლიკაციაშივე მიუთითოს. QR კოდით თანხის განაღდება სრულიად უსაფრთხო და დაცულია. მომხმარებლის იდენთიფიკაცია ბიომეტრიულად - თითის/სახის ანაბეჭდით ან მობაილბანკში შესვლის სხვა მეთოდებით ხორციელდება. განაღდების ერთჯერადი ლიმიტი 1 000 ლარს შეადგენს, დღის ლიმიტი კი - 3000 ლარს. „თიბისი მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს ისეთი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. მოხარული ვართ, რომ დღეიდან თანხის ბანკომატიდან განაღდება კიდევ უფრო სწრაფად, ბარათის გამოყენების გარეშე იქნება შესაძლებელი", - ვაჟა ბერიაშვილი, თიბისის გადახდების განვითარების ლიგის უფროსი. ინოვაციური სერვისით სარგებლობას უახლოეს მომავალში ანდროიდის მომხმარებლებთან ერთად, IOS-ის მომხმარებლებიც შეძლებენ. QR კოდით განაღდების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/en/web/guest/qr-campaign.
(R)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)