04:48 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 16:22:33, 2945 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის „Homeland Of Wine“ პრეზენტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის „Homeland Of Wine" (საქართველო ღვინის სამშობლო) პრეზენტაცია გაიმართა.

„Homeland Of Wine" ქართული ღვინის შესახებ პირველი პერიოდული ჟურნალია, რომლის მიზანია ქართული ღვინის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ჟურნალი გამოვა კვარტალში ერთხელ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

„Homeland Of Wine" მკითხველს მოუთხრობს იმ ადამიანებსა თუ  კომპანიებზე, რომლებიც ქმნიან ქართულ ღვინოს და მის თანამედროვე ისტორიას.  პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია მაია ჯავახიშვილი, გამომცემელი მედიაკომპანია „N Line Media" (ენ ლაინ მედია).

პრეზენტაციას ჟურნალის შემოქმედებითი ჯგუფი, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 „ღვინის სამშობლოში „ღვინის სამშობლოს" კეთებაც იმისთვის დავიწყეთ, რომ ქართული ღვინო უკეთ იყოს წარმოჩენილი, მხარი დავუჭიროთ მას და მოგიყვეთ ქართული ჯიშების მრავალფეროვნებაზე, გამორჩეულ ღვინოებზე, მცირე მარნებსა თუ ქალ მეღვინეებზე, ახლადგაშენებულ ვენახებსა და აღდგენილ ჯიშებზე, საკითხებზე, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს და რჩევებზე, რომლებსაც გამოცდილი მეღვინეები გვაძლევენ. ჟურნალის ყველა ნომერში, დარგის სპეციალისტებთან და პროფესიონალებთან ერთად, შევეცდებით, მეტი გითხრათ იმ ქვეყნის შესახებ, სადაც ღვინო კულტურის ნაწილი და ცხოვრების წესია" - აღნიშნა ჟურნალის რედაქტორმა მაია ჯავახიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, ჟურნალი  „Homeland Of Wine" კიდევ ერთი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

„იმედი მაქვს, რომ  ჟურნალის მეშვეობით უამრავ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია როგორც ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ, ისე მისი თანამედროვე ტენდენციებისა და მიღწევების შესახებ, გაიცნოს ქართველი მეღვინეები და მათი ღვინოები. მჯერა, რომ ამ გზით  მკითხველი კიდევ უფრო შეიყვარებს და დააფასებს ქართულ ღვინოს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, რომელიც ამ ღვინოს უწყვეტად აწარმოებს უკვე 8 ათასი წელია", - აღნიშნა  ირაკლი ჩოლობარგიამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics