|
2019-11-18 20:14:01, 1452 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ვნახეთ
„ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლობამ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სცდება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ფარგლებს. „გასულ კვირას გადაწყვეტილებამ, რომელმაც საკმარისი ხმები ვერ შეაგროვა გამოიწვია ჩვენი თანამოქალაქეების, ერთი ნაწილის უკმაყოფილება. რა თქმა უნდა, მათ აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება. სამწუხარო არის ის, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლობამ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში. კერძოდ, მე საუბარი მაქვს პარლამენტის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე. ეს მოგეხსენებათ სცდება საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ფარგლებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, გუშინ ის დაუკავშირდა საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და სთხოვა გაეგრძელებინათ მშვიდობიანი პროტესტი ან გაეგრძელებინათ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში. „გუშინ საღამოს, მე დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და მათ ვთხოვე დაბრუნებულიყვნენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, გაეგრძელებინათ მშვიდობიანი პროტესტი. ასევე შევთავაზე, რომ პარლამენტში გადაგვეტნა დისკუსია, დაგვებრუნებინა პოლიტიკური პროცესი პარლამენტში, გაგვემართა პოლიტიკური დებატები და ყველა საკითხზე, რომელზეც ოპოზიციას აინტერესებს ჩვენი პოზიციები გამოვთქვი მზადყოფნა, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო პარლამენტში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)