|
2019-11-18 15:19:47, 1035 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: აღარ არის იმის დრო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მივცეთ კონსტიტუციური ორგანოების ბლოკირების საშუალება
„აღარ არის დრო იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ მივცეთ კონსტიტუციური ორგანოებისი ბლოკირების საშუალება“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა. მისი თქმით, ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს და წინააღმდეგობის შემთხვევაში რეაგირება იქნება მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისი. „ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს არის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება, რაც პარლამენტმა აუცილებლად უნდა შეძლოს. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მათ ჰქონდათ ბლოკირებული ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და ახლა ეს ვეღარ მოხდება. აღარ არის დრო იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მივცეთ კონსტიტუციური ორგანოების ბლოკირების საშუალება. შესაბამისად, თუ ისინი არ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ იმოქმედონ კანონის დაცვით. რეაგირება უნდა იყოს მოქმედი კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისი. ჩვენ პატივს ვცემთ მშვიდობიანი შეკრების უფლებას, თუმცა ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს, რაც ცალსახად წერია შავით-თეთრზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მანვე დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მოგების შანსი და მათი მიზანია, პოლიტიკური პროცესების დესტრუქციულ რეჟიმზე გადაყვანა. „არც ვადამდელი არჩევნებით და არც სხვა სისტემით „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მოგების შანსი. როდესაც 5000 კაცზე მეტს ვერ უყრი თავს, ასეთ დროს ვერ გექნება არჩევნების მოგების ამბიცია. მნიშვნელოვანია, რა არის შინაარსი აქციის და ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გავაკეთეთ მკაფიო განცხადება. რეალურად საარჩევნო სისტემა იყო საბაბი და ეს იყო ის, რომ პოლიტიკური პროცესები გადაიყვანონ დესტრუქციულ რეჟიმზე. შესაბამისად მოვუწოდებ, რომ მოემზადონ საპარლამენტო არჩევნებისთვის და დასჯერდნენ არსებულ საარჩევნო სისტემას“, - აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)