12:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 13:29:10, 458 ნახვა

პოლიტიკა
ტუსკი: ვშიშობ ერთადერთი, რასაც პროვოკაციის ავტორები ისურვებდნენ, მოჭარბებული რეაქციაა

ვშიშობ ერთადერთი, რასაც პროვოკაციის ავტორები ისურვებდნენ, ეს არის მოჭარბებული რეაქცია, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე, მაგრამ მივუდგეთ ამ საკითხებს პასუხისმგებლობით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტუსკმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა აშკარა პროვოკაციაა.

„მე ახლახანს ჩამოვედი ადმინისტრაციული საზღვრის რეგიონიდან, სადაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად ვიმყოფებოდი. მე დავინახე, თუ როგორ მონტაჟდება გამყოფელი ზოლები. უკანასკნელი პერიოდის სასაზღვრო ნიშნების აღმართვა აშკარა პროვოკაციაა. ეს ნამდვილად არ არის წვლილის შემტანი ნდობის და სხვა ძალისხმევის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციისკენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწვყეტ როლს თამაშობს იმისთვის, რომ სიტუაცია არ გამოვიდეს სიმშვიდის ფორმატიდან“, - განაცხადა ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის რეაქციას მაღალი შეფასება მისცა.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა აღელვების და ემოციების გარეშე უნდა მოგვარდეს.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენს რეაქციას, თქვენი მთავრობის რეაქციას, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და ევროპისთვისაც. აღნიშნული პრობლემა პასუხისმგებლობით, აღელვების და ემოციების გარეშე უნდა მოგვარდეს. მე ვშიშობ, რომ ერთადერთი რასაც ისურვებდნენ პროვოკაციის ავტორები, ეს არის მოჭარბებული რეაქცია, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე, მაგრამ მივუდგეთ ამ საკითხებს პასუხისმგებლობით“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics