10:54 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-22 10:01:05, 311 ნახვა

ევროპის ამბები
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ

ევროკავშირმა დაიწყო იმ წარმომადგენლის კანდიდატურის განხილვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს შეძლებს. ამის შესახებ Politico-მ 21 ოქტომბერს წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა.

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გამოავლინონ ერთი ადამიანი ან წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელსაც სხვა სახელმწიფოები რუსულ მხარესთან დიალოგის უფლებამოსილებას გადასცემენ.

„ჩვენ არ შეგვიძლია ორი ან სამი ადამიანით ვიმოქმედოთ, რომელთაგან თითოეული ევროკავშირის სახელით ისაუბრებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ კანდიდატი უნდა შეირჩეს მოლაპარაკებების ეფექტურობის და არა შიდა პოლიტიკური ინტერესების საფუძველზე.

შესაძლო წარმომადგენლებს შორის არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი კაია კალასი. თუმცა, ზოგიერთი დიპლომატი ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს უფრო შესაფერის კანდიდატად მიიჩნევს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ობიექტებიდან ჯარისკაცების ნაწილს გაიყვანს
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics