16:09 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 19:05:08, 1414 ნახვა

პოლიტიკა
კაკულია: ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია

„თუ ვინმეს დიალოგის სურვილი აქვს ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას“, - ასე ეხმაურება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას.

მისი თქმით, პარლამენტის ბლოკირება დაუშვებელია და ვინც ამას აკეთებს დიალოგისკენ მიმავალ ყველა გზას თავად ჭრის.

„დღეს ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა არ კონცენტრირდეს არაადეკვატურ და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ განცხადებებზე. საჭიროა ვკონცენტრირდეთ იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ოპოზიციამ დააყენა. როდესაც იწყებ საკონსტიტუციო შენობის ბლოკირებას შენ თავისთავად თმობ იმ გზას რომელიც დიალოგისკენ მიდის. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი აგრესიული ხალხიც არ უნდა იდგეს იქ, საბოლოოდ, ჩვენ გვაქვს გამოსავალი, ვიპოვოთ ერთმანეთისაკენ მიუვალი გზებისაკენ. სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას უბრალოდ არ აქვს. პარლამენტის ბლოკირება დაუშვებელია და ვინც ამას აკეთებს ერთი მხრივ საუბრობს იმაზე, რომ არის თემები, რომლებზეც უნდა შედგეს გარკვეული ტიპის დიალოგი, მაგრამ მეორე მხრივ ჭრის ამ გზას ყველანაირად. ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას, აქ არანაირი ინდივიდუალური და სპონტანური გადაწყვეტილება მისაღები არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია. მოვუწოდებ მათ ასე ნუ მოიქცევიან. ჩვენ ვაკვირდებით პროტესტს რათა გავიგოთ როგორია მისი შინაარსი“, - განაცხადა რომან კაკულიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics