|
2019-11-16 11:28:46, 3034 ნახვა
ეკონომიკა
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში თხილის სექტორში არსებული ვითარება შეაჯამეს
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში თხილის სექტორში არსებული ვითარება შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო. „მოგეხსენებათ, თხილი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია; შესაბამისად, თხილის სექტორის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყურადღება მინდა გავამახვილო დარგობრივი ასოციაციების როლის გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მათი კონტრიბუციის მნიშვნელობაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და სახელწიფოს ერთიანი ძალისხმევის წარმატებული შედეგი თხილის სექტორში არსებული ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური გამოწვევის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციას Ferrero დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, - განაცხადა ხატია წილოსანმა. შეხვედრაზე ყურადღება მცირე ფერმერების ცოდნის გაღრმავებასა და არასაკმარისი მოცულობისა და რაოდენობის სასაწყობო მეურნეობის საკითხებზე გამახვილდა. შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეთხილე ფერმერები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
(NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)