|
2019-11-15 12:45:30, 2997 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ SWIFT gpi გლობალური გადახდების ინოვაციურ სისტემაში ჩაერთო
„საქართველოს ბანკი“ ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. „საქართველოს ბანკი“ პირველი კორპორატიული ბანკია საქართველოში, ვინც SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო. SWIFT gpi არის ახალი სტანდარტი საერთაშორისო სავალუტო ტრანზაქციებში, რომელიც პროცესს ხდის უფრო სწრაფს და გამჭვირვალეს. ინოვაციური სისტემა იძლევა ტრანზაქციების მარშუტის ონლაინ რეჟიმში შემოწმების, ტრანზაქციების საკომისიოების გამჭვირვალობისა და ეფექტური ანგარიშსწორების შესაძლებლობას. SWIFT–მა შექმნა ერთიანი გლობალური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ბანკებს ეძლევათ შესაძლებლობა უფრო ეფექტურად, დროის მოკლე მონაკვეთში მოახდინონ ტრანზაქციების განხორციელება და განაახლონ ტრანზაქციის მიმდინარე სტატუსები, ასევე ნახონ მონაწილე ბანკების მიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკომისიოები. SWIFT gpi პროდუქტის დანერგვამდე, საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვებში მონაწილე ბანკებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც აღნიშნული ტრანზაქცია ხვდებოდა მათ სისტემაში. შესაბამისად, პროცესი არ იყო ისეთი გამჭვირვალე, როგორც ახლა. ინოვაციური სისტემის დანერგვამდე ბანკებს არ გააჩნდათ მიმდინარე სტატუსი და სრული სურათი ტრანზაქციებზე არსებულ ჯაჭვში. SWIFT gpi-ის სერვისით უკვე 3500-ზე მეტი ბანკი სარგებლობს და დღითიდღე იზრდება მონაწილე ბანკების რაოდენობა, რადგან აღნიშნული პროდუქტი დიჯიტალიზაციის მიმართულებით არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი. ხოლო საქართველოს ბანკი კი პირველი კორპორატიული ბანკია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც Swift GPI მომსახურების სრულუფლებიანი წევრი გახდა.
(R)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)