18:50 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 11:28:23, 2955 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოსა და „ჯიპიაი ჰოლდინგს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის დასაქმების სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგს" შორის ურთიერთთანამშრმლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია სამუშაოს მაძიებლების დასაქმების ხელშესაწყობა და მათი დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარება. დასაქმების სააგენტოს დირექტორმა, თემურ კახიძემ და სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე მანჯგალაძემ, სამომავლო გეგმემები დასახეს. კომპანია მზად არის ჩაერთოს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს სააგენტოს მიზნობრივ პროგრამებში.

ჯიპიაი ჰოლდინგი 2001 წელს დაარსდა. კომპანიისთვის თავიდანვე პრიორიტეტად იქცა საქართველოში ე.წ. სოციალური დაზღვევის:

ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის პოპულარიზება და განვითარება. ამ მიმართულებას "ჯიპიაი ჰოლდინგი" დღესაც აქტიურად ავითარებს.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" წევრია. კომპანიამ ასევე ერთ-ერთმა პირველმა გამოიტანა სხვადასხვა სახის ხელმისაწვდომი სადაზღვევო პროდუქტები საცალო ბაზარზეც - იქნება ეს ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოდაზღვევა თუ პასუხისმგებლობის დაზღვევა, ასევე დაზღვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და საკრედიტო შენატანების დაზღვევა.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" გამოირჩევა ინოვაციური გადაწყვეტილებებით და მრავალ სიახლეს სთავაზობს თავის მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე ოთხჯერ შეძლო საუკეთესო კომპანიის სტატუსის მოპოვება და დაჯილდოვდა ოქროს ბრენდის ნომინაციაში – როგორც რჩეული სადაზღვევო კომპანია. ინოვაციური მიდგობა, ადგილობრივ მოთხოვნილებაზე მორგებული უნიკალური სადაზღვევო პროდუქტები, მაღალი ხარისხის მომსახურება და მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდი გასაზღვრავს ჯიპიაი ჰოლდინგის წარმატებას შრომის ბაზარზე.

ამჟამად "ჯიპიაი ჰოლდინგს" საცალო გაყიდვების პოზიციაზე 100 ვაკანტური ადგილი აქვს. დასაქმების სააგენტოს შუამავლობით, გასულ თვეში, კომპანიაში, 30 ადამიანი დასაქმდა. დასაქმების სააგენტო კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ ვაკანსიაზე.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics