07:24 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 14:54:14, 3912 ნახვა

ეკონომიკა
შეიძინეთ საახალწლო პროდუქცია ონლაინ (R)

ორ თვეზე ნაკლები რჩება შობა-ახალ წლამდე. რამდენიმე კვირაში მოირთვება ქუჩები, მაღაზიის ვიტრინები, გაიხსნება საახალწლო ბაზრობები და ხალხიც აფუსფუსდება. თითოეულ სახლში მოკაზმული ნაძვის ხე ოთახის გამორჩეულ ადგილას დაიდებს ბინას და თავისი სილამაზით მოხიბლავს დიდებსა თუ პატარებს. საახალწლო პროდუქციის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხიმგებლო საქმეა, რომელიც დიდ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ ინტერნეტ მაღაზიები კარგი გამოსავალია ყოველდღიური რუტინით დაღლილი ადამიანისთვის.

საქართველოშიც სწრაფად იზრდება ონლაინ მაღაზიების რიცხვი. ზოგიერთი მათგანის სპეციალიზაცია ვიწროა, ხოლო ზოგიერთი თითქმის ყველა სახეობის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. 

„ლილოშოპი“ გთავაზობთ საახალწლო პროდუქციის ფართო არჩევანს

„ლილოშოპი“ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლის“ ონლაინ მაღაზიაა და მის ვირტუალურ თაროებზე ნებისმიერი ნივთის პოვნაა შესაძლებელი. აქ წინასაახალწლო ფაციფუცი უკვე დაწყებულია და საახალწლო პროდუქციაც მრავალფეროვანია. სხვადასხვა ზომისა და ფერის ნაძვის ხეები, ნაირფერი საახალწლო ნათურები, სათამაშოები თუ დეკორაციები მოგჭრით თვალს და ერთი მხრივ გაგიმარტივებთ არჩევანს, ხოლო მეორე მხრივ დიდ საგონებელში ჩაგაგდებთ, ათობით ნივთიდან თუ რომელი ერთი იყიდოთ. 
შობა-ახალი წელი რომ საჩუქრების მიღებისა და გაცემის საუკეთესო დროა, ამის შესახებ ყველანი ვთანხმდებით. „ლილოშოპის“ საახალწლო პროდუქციის კატეგორიაში სასაჩუქრე ყუთების შეძენაც შეგიძლიათ, რათა თქვენს საჩუქარს მეტი ხიბლი ჰქონდეს. ასევე აქ ნახავთ საახალწლო სუფრის მორთულობის ქვეკატეგორიასაც, სადაც ბევრ ისეთ ჭურჭელს იპოვით, თქვენს სუფრას რომ სადღესასწაულო ელფერს შესძენს.
საახალწლო პროდუქციის სანახავად გადადით შესაბამის გვერდზე

რატომ უნდა შეიძინოთ საახალწლო პროდუქცია ონლაინ?

ონლაინ შეძენას რამდენიმე უპირატესობა აქვს, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინოა, როცა საქმე საახალწლო პროდუქციის ყიდვას ეხება. დაზოგილი დრო და ენერგია, ერთ-ერთია ამ უპირატესობათაგან, განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში, როცა გზებზე უამრავი საცობია. მეორე უპირატესობაა ხარჯების შემცირება, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ტრადიციულ ვაჭრობას, ტრანსპორტირების თანხა იქნება ეს, საპარკინგე ადგილისთვის  თუ წახემსებისთვის დახარჯული ფული. ამასთან, როცა დიდი ზომის ნივთებს ყიდულობთ, მაგალითად, ნაძვის ხეს, არ ფიქრობთ, სახლში როგორ წაიღოთ, რადგან ეს ონლაინ მაღაზიის პასუხიმგებლობაა. თქვენ კი ისღა დაგჩენიათ, კურიერს სახლში დაელოდოთ. 
როცა საახალწლო პროდუქციას ონლაინ იწერთ, მართალია, ნივთს ფიზიკურად ვერ ეხებით, თუმცა დეტალურად ეცნობით ნივთის მახასიათებლებს და ითვალისწინებთ სხვა მომხმარებლების რეკომენდაციებს, რაც არჩევანის გაკეთებას გიადვილებთ. 
ასე რომ, თუ გსურთ წინასაახალწლო განწყობა მაღაზიიდან მაღაზიაში სიარულმა არ გაგიფერმკრთალოთ, შეიძინეთ პროდუქცია ონლაინ. 

R





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics