|
2019-11-13 18:24:19, 2680 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი-DataFest Tbilisi გაიმართება
საქართველოს ბანკის, BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi 2019 გაიმართება. DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წამყვანი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია. ის თბილისში წელს მესამედ ჩატარდება. DataFest Tbilisi არის ადგილი, სადაც მონაცემთა მეცნიერები, ჟურნალისტები, მარკეტერები, ბიზნესმენები, დეველოპერები და დიზაინერები სამი დღის განმავლობაში ერთად იკრიბებიან, რათა მოუსმინონ შთამაგონებელ გამოსვლებსა და ვორქშოფებს, გაიცნონ საინტერესო ადამიანები. წლევანდელი ფესტივალი 12 ძირითად თემას მოიცავს. მათ შორისაა: ამბის თხრობა მონაცემებით; მონაცემთა ვიზუალიზაცია; მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი; მონაცემები და ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech); მონაცემები ბიზნესისა და მარკეტინგისთვის; მონაცემები და კიბერუსაფრთხოება; მონაცემთა სტარტაპები; მონაცემები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (SDGs) და ა.შ. სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში თბილისს ესტუმრებიან სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა: Booking.com, Washington Post, Mercedes-Benz, Google News Lab და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბანკის მოწვევით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სპიკერები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ქართულ თუ საერთაშორისო ბანკებსა და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს, მათ შორის: Strands, Santander UK და VISA. ღონისძიებას ტექნიკური თუ არატექნიკური კომპეტენციის მქონე 1000-მდე მონაწილე დაესწრება. „მოხარულები ვართ რომ საქართველოს ბანკის BOG Fintech მიმართულება ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნული ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ. კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: www.datafest.ge.
(R)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)