11:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 13:21:49, 430 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბეტინა კადენბახი საქართველოში ერთი კვირის წინ ჩამოვიდა და თინათინ ხიდაშელთან პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მიმართ გერმანიის მხარდაჭერაზე ისაუბრა და გერმანიის, როგორც პარტნიორი ქვეყნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, გერმანია აშშ-თან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია იქიდან გამომდინარე, რომ ნატოს პაკეტის განხორციელების გუნდის ხელმძღვანელი, სწორედ, გერმანელია. გერმანული მხარე მონაწილეობს, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებაში. ძალიან დიდია მათი როლი თავდაცვის სამინისტროს ტრანსფორმაციისა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოების საქმეში. შესაბამისად, ამ ურთიერთობის დაწყება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველა პრობლემა გავაცანით ელჩს, რასთანაც მოგვიწევს გამკლავება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოში გერმანიის ელჩმა ბეტინა კადენბახმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ისაუბრა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„თავდაცვის მინისტრთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მქონდა. საქართველოში არსებული სიტუაცია და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებსა და ამ პროცესში თქვენი ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას“,- განაცხადა ელჩმა.

შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბერნარდ ჰოპი დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics