22:14 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-07 11:20:13, 2572 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინირებით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მოტყუებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,  ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და დაარწმუნა იგი, რომ 1 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეეძლო დახმარებოდა მას პენიტენციურ სამსახურში დასაქმებაში. ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის - 1 500 აშშ დოლარის აღების ფაქტზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

 

 

(NS)









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics