|
2019-11-05 15:57:21, 2036 ნახვა
სამართალი
თაღლითობაში და ქურდობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თაღლითობისთვის, ქურდობისთვის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცებისთვის და მოტყუებით, ქონების დაზიანებისთვის ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.მ.-მ „ჰონდა ფიტის" მარკის ავტომანქანა იქირავა დ.მ.-სგან. ზეპირი შეთანხმების თანახმად, ლ.მ.-ს მისთვის დღეში 40 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა 2 კვირის საფასურის გადახდის შემდეგ მობილური ტელეფონი გამორთო და მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. "2018 წლის 13 დეკემბერს, ლ.მ. შეჩერებული იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ და ამოღებულ იქნა დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 23-24 ოქტომბერს, ლ.მ. ქ.თბილისში, გლდანის მე-2 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რ.ც.-ს კუთვნილი „დაევო მატიზის" მარკის ავტომანქანიდან, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ.ც.-ს პირად დოკუმენტაციასა და ნივთებს, ხოლო 2018 წლის 14 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ.თბილისი, სულხან ცინცაძის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ.ც.-ს საზღვარგარეთის პასპორტისა და მართვის მოწმობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, იქირავა გ.მ.-ს კუთვნილი „ტოიოტა პრიუსის'' მარკის ავტომანქანა, შემდეგ კი პატრონს აღარ დაუბრუნა, რითაც დაზარალებულს დიდი ოდენობით, 11 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. აღნიშნული ავტომანქანა სამართალდამცველების მიერ იქნა ამოღებული. სამართალდამცველებმა ლ.მ. 2019 წლის 24 იანვარს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „დ" ქვეპუნქტებით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტით (პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)