|
2015-07-20 10:29:17, 581 ნახვა
საზოგადოება
„პაშა ბანკმა“ სპონსორობა გაუწია ფონდი „ნათელი საქართველოს“ საზაფხულო სკოლას სოციალურად დაუცველი აბიტურიენტებისათვის
„პაშა ბანკის“ თანა-დაფინანსებით კიდევ ერთი სასარგებლო პროექტი განხორციელდა. საქველმოქმედო ფონდ „ნათელი საქართველოს“ ორგანიზებით აბიტურიენტებისთვის ქობულეთში განხორციელდა სპეციალური საგანმანათლებლო პროექტი „უფასო საზაფხულო სკოლა“. სკოლის მოსწავლე სოციალურად დაუცველი 30 აბიტურიენტი, რომლებიც ფონდის კომისიის მიერ მთელი საქართველოდან მიღებული განაცხადების შედეგად შეირჩა, 2-კვირიან სასწავლო პროცესში ჩაერთვნენ და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადდნენ. მონაწილეებს უტარდებოდათ ყოველდღიური ინტენსიური 2-საათიანი სემინარები ქართულ ენაში, უნარებსა და ინგლისურში. ამასთანავე მათთვის ყოველდღიურად ტარდებოდა დიაგნოსტიკური ტესტირებები, რათა მათ შეძლონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაქსიმალური შედეგის ჩვენება. ორი კვირის მანძილზე სკოლაში იმყოფებოდნენ მოწვეული სტუმრებიც, რომლებიც სემინარის ფორმატში ბავშვებს თავიანთი წარმატების ისტორიებს უზიარებდნენ, ესაუბრნენ საკუთარ პროფესიაზე და განათლებისა და შრომისმოყვარეობის მნიშვნელობაზე. სკოლაში სტუმრად იყვნენ პიანისტი თათია შარანგია, გამოჩენილი ქართველი თანამედროვე მწერალი დათო ტურაშვილი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მომღერალი კახაბერ ცისკარიძე, მხატვარი გიორგი ჩაუშბა, კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონი ნიკოლაი დერიუგინი და სხვები. „პაშა ბანკი გამოირჩევა კორპორატიული პასუხისმგებლობით. ჩვენ მიერ დღემდე არაერთი სასარგებლო პროექტი განხორციელდა და ვფიქრობთ, მომავალშიც გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა. ჩვენ გვჯერა მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო პროექტების პროდუქტიულობის და მნიშვნელობის. დარწმუნებული ვართ, რომ საზაფხულო სკოლაში მიღებული ცოდნა აბიტურიენტებს დაეხმარებათ უკეთესი შედეგების მიღწევაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში. ვუსურვებთ მათ წარმატებას“, - განაცხადა „პაშა ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამმადოვმა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)