15:20 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-21 14:17:38, 293 ნახვა

სამართალი
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, იძულების და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 66 წლის ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა. შემდგომში, სექსუალურ კავშირს კვლავ იძულებით ამყარებდა და მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის შემცველ პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რომელთა გავრცელების მუქარითაც ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბრალდებულმა დაზარალებულის არასრულწლოვან ძმას აჩვენა და დასთან დაკავშირება, ამ უკანასკნელთან შეხვედრის მიზნით აიძულა. ასევე, დაზარალებულის არასრულწლოვან ძმას სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება), 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება), 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (იძულება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (მუქარა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics