11:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 10:03:27, 532 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, - კანდიდატი საქართევლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს და ქმნის პოლიტიკურ სისტემას, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო დემოკრატიულ და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული სტრუქტურა იქნება.

„ჩვენ დავიწყეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება, გავხადეთ სისტემა დეპოლიტიზებული და დღეიდან ვმიჯნავთ მისგან უსაფრთხოების სამსახურებს. სწორედ ამ გადაწყვეტილებით, ჩვენმა კოალიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ჩვენი დანაპირების ერთგული. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარმოგიდგენთ ვახტანგ გომელაურს. ვახო არის უაღრესად პატიოსანი, წესიერი ადამიანი, მაღალი დონის პროფესიონალი. მან დაამტკიცა, რომ აქვს კარგი მენეჯერული თვისებები, მე მას 12 წელია ვიცნობ და მასთან ვიმუშავე 3 წლის განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის, რომელიც პირნათლად შეასრულა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. იგი არის უაღრესად პრინციპული, სამართლიანი ადამიანი. მჯერა, ის წარმატებით უხელმძღვანელებს უსაფრთხოების სამსახურს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ უწყებამ ჩვენს მოქალაქეებში დიდი ნდობა მოიპოვოს. ვახო არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას. მან ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სისტემას უხელმძღვანელა და მჯერა, იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამსახურის უფროსი“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურმა და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრდაჭერა ექნება.

„ვეცდები, გავამართლო პრემიერის და ჩვენი მოქალაქეების იმედები. ეს სამსახური ერთ-ერთი პრინციპული სამსახური იქნება, ერთიანდება რამდენიმე დეპარტამენტი და ვიზრუნებთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მინისტრის მოვალეობას ვახტანგ გომელაური შეასრულებს. ახალი მინისტრის კანდიდატურა უახლოეს 2-3 დღეში დასახელდება.

ცნობისთვის, „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონით,  შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდა.

კერძოდ, შსს-ში დარჩა ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა. კანდიდატურას პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით 6 წლის ვადით დაამტკიცებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი აგვისტოდან შეიქმნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics