11:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-19 15:05:14, 413 ნახვა

პოლიტიკა
არასამთავრობოები: კანცელარიასთან აქციამდე განვითარებული მოვლენები, შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში ჩარევას წარმოადგენდა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი  18 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის „Srop Russia” ჩატარებამდე განვითარებულ მოვლენებს შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად აფასებენ. 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით. 

არასამთავრობოების შეფასებით, ამ ვალდებულებების საპირისპიროდ, პოლიციელთა ქმედებები მიმართული იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის, ამ უფლებით სარგებლობაში ხელის შეშლისაკენ და არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს.

"დილიდან აქციის ორგანიზატორებს კანცელარიის შენობის მიმდებარედ სცენის დამონტაჟების შესაძლებლობას პოლიციის თანამშრომლები არ აძლევდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ არ განუმარტავდნენ აღნიშნული შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს. 
აღსანიშნავია, რომ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის აკრძალული სასცენო კონსტურქციების განლაგება იმგვარ ადგილებში, რასაც შედეგად ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა არ მოჰყვება. ორგანიზატორთა განმარტებით, სცენის დამონტაჟება იგეგმებოდა კანცელარიის წინ არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც არ განეკუთვნება ტრანსპორტის სამოძრაო ადგილს და მას შედეგად გზის გადაკეტვა არ შეიძლებოდა მოჰყოლოდა.  ამდენად, პოლიციელთა ქმედება, არ დაეშვა სცენის გამართვა მთავრობის კანცელარიის წინ, არ შეიძლებოდა ნაკარნახევი ყოფილიყო კანონის მოთხოვნებიდან. 
დაახლოებით 14:00 საათზე პოლიციის თანამშრომლებმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლექსო მაჭავარიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება სწორედ სცენის დამონტაჟებასთან დაკავშირებულ საკითხის გარკვევას მოჰყვა. დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე განხორციელდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას  გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში აღნიშნული მუხლის გამოყენება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთგვარ ,,იარაღს“ წარმოადგენს, როდესაც აქციის მონაწილის დაკავება სრულიად უსაფუძვლოდ, პოლიციის თანამშრომლის კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით ხორციელდება. გავრცელებული კადრებით არ იკვეთება ლექსო მაჭავარიანის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ამდენად, მისი დაკავება სწორედ ამ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს.
14:30 წუთისათვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანა, რომელშიც მოთავსებული იყო სცენის კონსტრუქცია, პოლიციის მითითებით გადაადგილდა და აქციის ორგანიზატორებისათვის უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი. ასევე ვერ ხერხდებოდა მძღოლთან დაკავშირება. 

მართალია, მოგვიანებით აქციის ორგანიზატორებმა შეძლეს აქციის გამართვა, თუმცა ვაფასებთ რა აქციის წინმსწრებ მოვლენებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად",-ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ,  უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა და პატივისცემა;

ასევე, მიმართავენ მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ქმედებები შესაძლო დანაშაულის, ადმინისტრაციული გადაცდომისა თუ დისციპლინური დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით; მათი გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

"თუ გამოვლინდება, რომ პოლიციელები მოქმედებდნენ ზემდგომი პირების დავალებით, შესწავლილ იქნეს ამ დავალების შესაბამისობა კანონთან და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ზემდგომი პირების მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ზომები;გაატაროს პრევენციული ზომები მომავალში პოლიციელთა მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელშეშლის აღსაკვეთად",-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია",  "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო", "ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო", "იდენტობა", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics