|
2019-11-02 17:28:04, 1973 ნახვა
სამართალი
„ვერაფრით შემაშინებენ!“ - ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრს ქუჩაში თავს დაესხნენ
მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრს ქუჩაში თავს დაესხნენ. როგორც რაჭველიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მის მულს, რომელიც მისი ავტომობილით გადაადგილდებოდა, უცხო მამაკაცი თავს იმ დროს დაესხა, როდესაც შუქნიშანზე იყო გაჩერებული. „ჩემი ოჯახის წევრს ქუჩაში თავს დაესხნენ. მანქანით იყო შუქნიშანზე და ვიღაცა კაცი შეუხტა მანქანაში. მოახერხა და გააგდო მანქანიდან და ეგრევე დაძრა მანქანა. აღელვებისგან ვერ მშვიდდებოდა და იქვე გააჩერა რომ დამშვიდებულიყო. ის მამაკაცი ისევ მივარდა და ჩახტომას ცდილობდა მანქანაში. ამჯერად მძღოლის მხრიდან. ჩემმა მულმა მოასწრო და კარები ჩაკეტა. ამ ადამიანმა შუშაზე ბრახუნი და ღრიალი განაგრძო. უყვიროდა “გამიღეო”. ბოლოს მოიკრიბა ძალები,დაქოქა მაქანა და გაიქცა. შესინებული და აბსოლუტურ შოკში“, - წერს რაჭველიშვილი. როგორც ოპერის მომღერალმა აღნიშნა, ინციდენტს პოლიციაც შეესწრო და ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. ”გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტი. მანქანა იყო ჩემი, პოლიციამ გაიარა ზუსტად იმ მომენტში ეს კაცი შუშაზე რომ უბრახუნებდა და ღრიალებდა,დაინახეს,დააიგნორეს ფაქტი და წავიდნენ. ამის გარდა იქ იყო უამრავი ადამიანი გარშემო რომელთაგანაც არც ერთს არ მოუვიდა თავში აზრად ახალგაზრდა გოგოს დახმარებოდა! ბრავო ჩვენს უმაქნის პოლიციას და ბრავო სუფრაზე ვაჟკაცები ვინც ხართ და ქუჩაში ლაჩრები! აი ეს არის ეს ხელისუფლება! აი ამ ფორმით მოქმედებს უკვე! უბრალოდ ის არ იციან რომ მე ვერაფრით შემაშინებენ! დასკვნები თქვენ გამოიტანეთ! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უბრალოდ ვიღაცა გიჟი იყო, აი თქვენთვისვე აჯობებს. ამ ფაქტის მერე ოფიციალურად ვაცხადებ რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის თავიდან ერთი ღერი თმაც რომ ჩამოვარდეს მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს არაოფიციალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი იმედი მაქვს რომ ვიღაცა გიჟი იყო უბრალოდ და ასეთ დიქტატურამდე ჯერ არ მივსულვართ“, - ამბობს ანიტა რაჭველიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)