|
2019-10-30 10:03:20, 1811 ნახვა
სამართალი
სუს-მა 500-ევროიანი ყალბი ბანკნოტების გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე რამაზ ბ. და იოსებ ქ. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რამაზ ბ-მ თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა 500 ევროს ნომინალის ყალბი ბანკნოტები, საიდანაც იოსებ ქ-ს და სონია ზ-ს დახმარებით, 9800 ლარად საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა 10 ცალი 500 ევროიანი ბანკნოტი, ხოლო 25 ერთეული ანალოგიური ნომინალის მქონე ბანკნოტი ამოღებულია მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად. ჯამში ამოღებულია 17500 ევროს ყალბი ბანკნოტები. „გამოძიება ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)