03:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-18 12:27:24, 598 ნახვა

საზოგადოება
ხულოში ეკომიგრამტებისთვის 3 ხუთსართულიანი სოციალური სახლი შენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალმმთიან ხულოში სოფელ  ვაშლოვანში მალე სამი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა დასრულდება, რომელიც  სოციალურად დაუცველთათვის იქნება განკუთვნილი.

რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სოციალური სახლების პროექტი ბოლო ორი წელია აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს. დაბა ხულოში, ვაშლოვანის დასახლებაში მიმდინარე 72 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაკვეთით შენდება. უკვე დასრულებულია ორი ხუთსართულიანი კორპუსის მონტაჟი, მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მშენებლობის პროცესშია მესამე კორპუსი. მშენებლობა 2015 წლის ნოემბრისათვის დასრულდება. ძირითად სამუშაოებზე დასაქმებულია 50 ადამიანი. სხვადასხვა სამშენებლო ბრიგადების დამატების შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობა 70-75 -მდე გაიზრდება.

აჭარის მთავრობის თავმდომარემ დღესვე  ერთერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში, დიდაჭარა-ღორჯომის გზაზე ასფალტობეტონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.  კეთილმოწყობით სამუშაოები მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი რომანაძემ და ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ მოინახულეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის დიდაჭარა-ღორჯომის საავტომობილო გზის მონაკვეთზე 4 კმ სიგრძის ასფალტობეტონის საფარის კეთდება. ჩატარდა  წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები.  სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ზიმო-7“. სამუშაოთა საერთო ღირებულება პროექტის მიხედვით შეადგენს 1 414 670 ლარს. გასულ წელს საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე მოეწყო 2 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, რომლის საერთო ღირებულებამ  705 880 ლარი შეადგინა.

"ეს არის პრობლემები, რომელიც წლების წინ უნდა მოგვარებულიყო . ეტაპობრივად ივყვებით და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს სოციალური პრობლემების მოსახსნელად. მომავალ წელს კიდევ რამდენიმე მსგავსი პროექტის განსახორციელებლად არის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. აშენდება და მოეწყობა რამდენიმე ბაღი და ადგილობრივებს მოეხსნება სკოლამდელი ასაკის ბავშვების პრობლემა. ასევე უპრეცენდენტო პროექტია დაბის წყლის მომარაგების პროექტი, რომელიც წლებია მოსახლეობას აწუხებს. 2015 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებულია  1 700 000 ლარი წყალმომარაგებისთვის. დასრულების შემდეგ დაბას და მიმდებარე სოფლებს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ეს იყო ჩვენი დაპირება აქაურებისთვის და შევასრულეთ.  ასევე დავპირდით სოციალური სახლი, რომლის მშნებლობაც   ნოემბერში დასრულდება. პირველ და მეორე ხარისხის ეკომიგრანტები დაკმაყოფილდებიან ამ კორპუსებში. პარალელურად ამ მიმართულებით მიმდინარე პრობლემებს ვაგვარებთ და სამომავლოდაც არაერთი გვაქვს დაგეგმილი", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის შემდეგ.

მოსახლეობისთვის პირობების გაუმჯობესებესების მიზნით რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა სისტემატურად მიმდინარეობს.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics