10:02 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-18 10:01:11, 518 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: გვმართებს თავშეკავება, რომ დაგეგმილ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ

„მივესალმები ჟურნალისტების ჩასვლას საოკუპაციო ზოლზე, თუმცა ჩვენ უნდა გვმართებდეს თავშეკავება, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ“, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საოკუპაციო ხაზზე ქართველი ჟურნალისტების ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ჟურნალისტებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირეს.

 „ვნახეთ იქ ჩასული ჟურნალისტები, მათ მიერ ჩატარებული აქცია. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, მივესალმები, რადგან ჟურნალისტებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ის დიდი წუხილი, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აქვს დააფიქსირეს“,-განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე საჭიროა მაქსიმალური თავშეკავება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
ტრამპის ადმინისტრაცია, კანადას აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში სამხედრო ქარხანა დაბომბეს
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics