|
2015-07-17 18:01:32, 330 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, ვენეციის კომისიის, ეუთოსა და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ერთობლივი რეკომენდაციები, „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტში იქნება გათვალისწინებული. „მათ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული „პროკურატურის შესახებ კანონში“ საკანონმდებლო ცვლილებები შეაფასეს. მთლიანობაში ისინი ამბობენ, რომ ეს რეფორმა არის სწორი მიმართულებით მიმავალი და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ისინი კანონპროექტს, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ მისასალმებელია პროკურატურის ორგანოებში საპროკურორო კონფერენციის შექმნა. ასევე დადებითად შეფასდა საქართველოში საპოროკურორო საბჭოს შექმნის იდეა. მათ ეს საბჭო დაასახელეს,ამ კონტექსტში, როგორც რეფორმის ერთ–ერთი მოდენრისტული და ეფექტიანი ინსტრუმენტი. ამიტომ, ჩვენ, ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ ეს რეფორმა გაგრძელდეს, პარლამენტში დისკუსიები განახლდეს და ეს პროექტი რაც შეიძლება მალე იქცეს კანონად, რათა წლის ბოლომდე გვყავდეს ახალი წესით შერჩეული საქრათველოს მთავარი პროკურორი“, – აღნიშნა წულუკიანმა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის ანგარიშის გათვალისწინებით, პროექტის თანახმად, საპროკურორო საბჭოში 8 პროკურორი იქნება. ამასთან, მინისტრი საბჭოს მთავარი პროკურორის 2 კანდიდატს წარუდგენს. „ამ ერთობლივი ანგარიშიდან გამომდინარეობს ის, რომ გარკვეული ცვლილებები ჩემივე ინიციატივით იქნება ამ რეფორმაში შეტანილი. მაგალითად, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის მოდელი, რომელიც კი მას შეუფასებია დადებითად, იმ მოდელებში საპროკურორო საბჭოში უმრავლესობა სწორედ პროკურორებს აქვთ, რადგან პროკურორი არ არის პოლიტიკური ფიგურა. ჩვენი იდეაა, რომ საპროკურორო საბჭოში, ამ შეფასების შესაბამისად, გაჩნდეს 8 პროკურორი, რომელსაც აირჩევს საპროკურორო კონფერენცია, იუსტიციის მინისტრი კვლავ ხელმძღვანელებს საპროკურორო საბჭოს და იქნება საქართველოს მთავარი პროკურორის შერჩევის საქმეში, ოღონდ, ჩვენ გავითვალისწინებთ იმ შემოთავაზებას, რომ მინისტრმა ერთი კი არა, ორი კანდიდატი წარუდგინოს საბჭოს და სანამ ორ კანდიდატს შეარჩევს საბჭოში წარსადგენად, შერჩევის ეს პროცესიც იყოს უფრო მეტად ინკლუზიური“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. გარდა ამისა, მინისტრის იდეაა, რომ საპროკურორო საბჭოში პარლამენტის როლი შესუსტდეს და მოწვეული იყოს საქართველოს ომბუდსმენი. „საბჭოში ომბუდსმენის მოწვევასთან დაკავშირებით, მასთან კონსულტაციები გვექნება. საპროკურორო საბჭოში კვლავ იქნება ორი პარლამენტარი, რაც ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა. ამ საბჭოში პარლამენტი კვლავ 2 წევრით იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ საბჭოში ახალი წევრი შემოვიყვანოთ, ეს იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული მოსამართლე, რის შესახებაც ნინო გვენეტაძესთან კონსულტაციები მქონდა. ამ იდეას იზიარებს და მე მოხარული ვარ, რომ საპროკურორო საბჭოში გაჩნდება სამოსამართლო ელემენტი. ჩვენ გავზრდით და ორის მაგივრად 3 წევრი იქნება პროფესიული, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. რეალურად, ეს იქნება ის საბჭო, სადაც პროკურორებს ექნებათ დიდი წარმომადგენლობა, იქნება საქართველოს ომბუდსმენი,მართლმსაჯულების წარმომადგენელი, უფრო მეტი აკადემიური წრეებისა და საზოგადოების წრმომადგენელი. თუ პარლამენტი ჩემს იდეას გაიზიარებს, ეს საბჭო 15 წევრისგან იქნება შემდგარი. პროცედურები იგივე იქნება. საბჭო, მთავრობის რგოლი და შემდეგ პარლამენტი, უბრალო უმრავლესობით აირჩევს, იმედია წლის ბოლომდე, ახალი წესით მთავარ პროკურორს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)