|
2019-10-16 18:42:03, 1336 ნახვა
კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: პროკურატურა არის არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გენერალურ პროკურატურას „ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორას“ უწოდებს. აღნიშნული განცხადება ხაზარაძემ მოძრაობა „ლელოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, პროკურატურის მიერ გავრცელებულ საერთაშორისო ექსპერტების შეფასებასთან დაკავშირებით გააკეთა. „საქართველოს პროკურატურა ჩემთვის ძალიან არაკომპეტენტურია, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. თქვენ იცით, რომ საქმე არის სასამართლოში, მობრძანდით და გავაგრძელებთ იქ ამ საქმეზე საუბარს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დაასრულა. უწყებისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)