12:17 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 11:16:38, 305 ნახვა

სპორტი
2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ჰოლანდს და დემბელეს გაუსწრო

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეექვსე ადგილი დაიკავა. პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს გადაცემის რიგით 70-ე ცერემონია ლონდონში გაიმართა.

„ოქროს ბურთი“ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოა. ხვიჩა კვარაცხელია ნომინანტთა შორის მესამედ მოხვდა, ამჯერად კი კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ამასთან, ქართველი ფეხბურთელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

2026 წლის „ოქროს ბურთის“ მამაკაცთა რეიტინგის მოწინავე ექვსეული ასე გამოიყურება: 

  1. ჰარი კეინი („ბაიერნი“, ინგლისი) – გამარჯვებული
  2. კილიან მბაპე („რეალი“, საფრანგეთი)
  3. ლამინ იამალი („ბარსელონა“, ესპანეთი)
  4. როდრი („მანჩესტერ სიტი“ / „ბარსელონა“, ესპანეთი)
  5. ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“, არგენტინა)
  6. ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ“, საქართველო)

ხვიჩა კვარაცხელიამ რეიტინგში ისეთ ვარსკვლავებს გაუსწრო, როგორებიც არიან მისი თანაგუნდელი უსმან დემბელე (მე-7 ადგილი) და ერლინგ ჰოლანდი (მე-8 ადგილი). 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics