|
2019-10-16 16:32:59, 1173 ნახვა
კომენტარი
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი: მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველო მიმართავს განათლების რეფორმის მიმართულებით
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შეხვდა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოთქვეს იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის კიდევ უფრო გააქტიურდება. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. მასთან ერთად, ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკის შესახებ, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება. მე აღვნიშნე, რომ საქართველოს ძალისხმევა, გახადოს ბიზნესის კეთება უფრო მარტივი, პოზიტიურად აისახა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგშიც" და დღეს, თქვენი ქვეყანა მეექვსე ადგილზეა. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის განვითარების, კერო სექტორის ხელშეწყობის კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის დიდი ძალისხმევა, რომელსაც საქართველო მიმართავს განათლების რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ კარგ პერსპექტივას და მზად ვართ მხარდაჭერისთვის", - განაცხადა კოენ დევიდსმა. მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია და 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)