|
2019-10-16 14:59:15, 1661 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას - „პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის შედეგების გაზომვა და გაძლიერება" და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ღონისძიება სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დაარსების 10 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციის მიზანი იყო აღნიშნული მექანიზმის მიერ გაწეული საქმიანობის და მიმდინარე გამოწვევების შეჯამება, თავისუფლებააღკვეთილი პირების წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყველა რეფორმა ემსახურება უფრო მეტი გარანტიების შექმნას, რათა ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება ემყარებოდეს კანონიერებისა და გამჭვირვალობის, პიროვნების პატივისა და ღირსების, ასევე, ჰუმანურობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს. ნინო ჯავახაძემ სტუმრებს არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღკვეთის და პრევენციის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის რეკომენდაციებს და უკანასკნელ წლებში გაცემული რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი შესრულებული აქვს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმების, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტებისა და წამების პრევენციის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი ექსპერტები.
(NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)