|
2019-10-16 13:29:42, 1225 ნახვა
კომენტარი
მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის კონსორციუმზე“: ეს უნდა იყოს ბოლო შანსი
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ არ თუ ვერ შეასრულა შუალედური ვალდებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, არ ვისარგებლოთ ჩვენი უფლებით, გავწყვიტოთ ხელშეკრულება", – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვადებულებების შესრულებისთვის კონსორციუმს ბოლო შანსი ეძლევა. „ეს არის უკვე მეექვსე გადავადება, ვავადებთ ვალდებულებების შესრულებას. ბოლო გადავადებით სწორედ წლის ბოლომდე ჰქონდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დადგენილი ეს ვადა. ფაქტობრივად, უკვე ორი წლით გადავავადეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება. ეს უნდა იყოს ბოლო შანსი. ამდენად, დამეთანხმებით ალბათ და ვფიქრობ, საზოგადოებაშიც ამაზე არსებობს სრული კონსენსუსი, რომ ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ ვადების გაჭიანურებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარს ამბობს და ვადას წლის ბოლომდე აძლევს.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)