12:46 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 11:48:29, 1091 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 12 და 7 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ბათუმის  საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა - გასაღებაში, განსაკუთრებით  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო  შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ჯგუფის მიერ უკანონო გასაღებაში ბრალდებულები - ი.მ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ. დამნაშავედ ცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქე ი.მ.-მ და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ.-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და გაასაღეს 0,04 გრ.  ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ მ.ქ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით  - 0,224 გრ.  ბუპრენორფინს, რომლის ნაწილიც - 0.032 გრ. წინასწარი შეთანხმებით, ი.მ. -სთან ერთად უკანონოდ გაასაღა. 

„სამართალდამცველებმა მ.ქ. და ი.მ. 2019 წლის 6 თებერვალს დააკავეს, მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე  ნაწილის ''ა'' და ''ბ'' ქვეპუნქტით, მეხუთე  ნაწილის ''ა'' და ''ბ'' და მეექვსე ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით, მეხუთე  ნაწილის ''ა'' და ''ბ'' ქვეპუნქტით (ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა - გასაღება, განსაკუთრებით  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო  შეძენა-შენახვა, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ქ.-ს 12 წლით, ხოლო ი.ქ.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics