|
2019-10-15 15:51:05, 1862 ნახვა
კომენტარი
ახვლედიანი - იმის ნაცვლად, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, საბოტაჟი მოახდინა
"იმის ნაცვლად, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა, რამდენიმე მიმართულებით მისი საბოტაჟი მოახდინა", - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, მთავრობას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რათა პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. „სამწუხაროდ, რეალობა არის აბსოლუტურად საპირისპირო. მინდა დაგისახელოთ ორი კონკრეტული ფაქტი, რომელიც ბოლო 6 კვირის განმავლობაში მოხდა. სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად ურთულეს ვითარებაში შევძელით დიდი ძალისხმევის შედეგად მოგვეძიებინა ორი ახალი ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით. ერთი იყო ყაზახურ-ჰონგკონგური ჯგუფი, მეორე კი ამერიკული ძალიან მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი. პირველ ინვესტორს მთავრობამ გაცნობითი შეხვედრაზე პირდაპირ უთხრა, რომ არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რადგან დასავლური ქვეყნიდან არ იყვნენ. ჩვენშიც და ამ კომპანიაშიც ასეთმა დამოკიდებულებამ შეშფოთება გამოიწვია. რაც შეეხება ამერიკულ ფონდს, მათ მოითხოვეს მთავრობისგან წერილობითი განცხადება, რომ ხელისუფლებაში ამ ინვესტიციას მიესალმებიან. მთავრობა დაგვპირდა, რომ ასეთ წერილს ფონდს გაუგზავნიდა, მაგრამ წერილი ადრესატს არ მიუღია“, - განაცხადა ახვლედიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)