|
2019-10-11 17:20:06, 3873 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციამ რეგიონებში ერთიანი მომსახურების კონცეფციის დანერგვა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის რეგიონებში დანერგვისთვის მზადება დაიწყო. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის, გურიის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონების 13-მა თანამშრომელმა, მოქალაქეთა სერვისის გაუმჯობესების მიზნით, გადამზადების სპეციალური მოკლევადიანი კურსი გაიარა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ, მოადგილესთან - კახა ბუხრაძესთან ერთად, გადამზადებულ თანამშრომლებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები პირადად გადასცა. ტრენინგები მოიცავდა „ეფექტური კომუნიკაციისა“ და "სერვის-პლუსის" როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილებს. ორივე კურსი საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრსა და მის საჭიროებებზე მორგებული მეთოდოლოგიით ჩატარდა. გადამზადებული თანამშრომლები სხვადასხვა ქალაქში საპოლიციო სერვისებით მოქალაქეებს ადგილზე მოემსახურებიან. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წლის 1 მაისს, თბილისში გაიხსნა. მან დღემდე საქართველოსა და უცხო ქვეყნის 250 000-მდე მოქალაქეს გაუწია საპოლიციო მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით.
(NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)