|
2019-10-09 15:05:29, 2552 ნახვა
სამართალი
თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა - ის დეპუტატ ჯიკარიანის დაპატიმრებას ითხოვს
სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლს თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის დადგენილება გენერალურმა პროკურატურამ გამოიტანა. თამთა თოდაძე უწყებაში იყო დაბარებული, სადაც მას საქმის მასალები გააცნეს. როგორც თოდაძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობის წერილზე აქვს ხელი მოწერილი. როგორც თოდაძემ განაცხადა, მისი მთავარი მოთხოვნაა დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და მანდატი მოეხსნას. "გავეცანი საქმის მასალებს, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ პროკურატურის მხრიდან ჩატარებეულია ძალიან დიდი საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ძირითადი ნაწილი იმის შემდგომ არის ჩატარებული, რაც უშუალოდ მოხდა ამ ამბის გაშუქება. მე სრულიად კმაყოფილი ვარ იმ მასალებით, რასაც გავეცანი. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მე არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. უშუალოდ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობის აქტზე, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება ნამდვილად არ გამიჭირდება. ჩემი მთავარი მოთხოვნა არის რომ პატიმრობა შეეფარდოს ილია ჯიშკარიანს და შეუწყდეს საკრებულოს მანდატი, იმიტომ რომ როდესაც დიდია ძალაუფლება, დიდია გავლენა ძალიან დიდია იმის ალბათობაც რომ ხდება მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა", - განაცხადა თამთა თოდაძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)