|
2019-10-07 15:20:22, 2211 ნახვა
სამართალი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: სახელმწიფოს ქმედებები 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში კვლავ შერჩევითია
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, სახელმწიფოს ქმედებები 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში კვლავ შერჩევითია. ამასთან, როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯები არ აჩვენებს საქმის ყოველმხრივი და სამართლიანი გამოძიების სურვილს. „უფრო მეტიც, საგამოძიებო მოქმედებები გაცილებით ინტენსიურია დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც შერჩევითი მიდგომის ნიშნებს ატარებს. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ასევე არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს. მიმდინარე მოვლენების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები, სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის ნაცვლად, დემონსტრანტების სამაგალითოდ დასჯის სურვილსა და სახელმწიფოს მხრიდან შერჩევით მიდგომაზე უფრო მიუთითებს. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან 20 ივნისის აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლა, ამ პროცესში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები და პოლიციელების მხრიდან გამოვლენილი კანონდარღვევები, სხვა პრობლემებთან ერთად, მწვავე სისტემურ ხარვეზებს ააშკარავებს, აღნიშნული კი სახელმწიფოსგან სწრაფ და სამართლიან რეაგირებას მოითხოვს. სამართლიანი რეაგირების არარსებობის გამო ღრმავდება საზოგადოების უნდობლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და კიდევ უფრო მყარდება მისი პოლიტიკური გავლენების ქვეშ ყოფნის ეჭვები. საზოგადოების თვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნდობის მოპოვების მიზნით, მნიშვნელოვანია, გამოვლინდეს და პასუხისგებაში მიეცეს სამართალდამცავი უწყებების ყველა ის თანამშრომელი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ გამოძიებას, მაქსიმალური გამჭვირვალობითა და თანასწორობაზე დაფუძნებული მიდგომით აწარმოონ და დაასრულონ იგი,” -აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში. ვრცელი განცხადების სანახავათ გადადით ბმულზე.
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)