12:47 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 18:32:31, 2390 ნახვა

სამართალი
უდუმაშვილი: შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ აქამდე პროკურატურაში არ დამიბარეს - მაინტერესებს რა კითხვები ექნებათ

 „ის ძაფი, რასაც ქართველი ხალხის ნერვი ჰქვია უკვე ბოლომდე დაჭიმულია, ეს ძაფი ძალიან მალე გაწყდება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

 როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, აინტერესებს თუ რა კითხვები ექნებათ უწყებაში.

„მე, ზოგადად, არც კი ვიცი, რა კითხვები შეიძლება ჩემთან, მაგრამ მაინც მოვედი და მაინტერესებს რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ. სიმართლე გითხრათ, ცოტა შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ აქამდე არ მიბარებდნენ. მნიშვნელობა არ აქვს რა კითხვა დაისმება ჩემს მიმართ, მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მიდის, როგორც პოლიტიკოსებისა, ასევე თავისუფალი მედიის მიმართ. მაგრამ ის ძაფი, რასაც ქართველი ხალხის ნერვი ჰქვია უკვე ბოლომდე დაჭიმულია, ეს ძაფი ძალიან მალე გაწყდება დ ამ შენობაში უკვე იმ ხალხს მოუწევს სიარული, ვინც დღეს ბარიკადების მეორე მხარეს დგას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის,  დღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics